მარნეულის მერია 7 უძრავ ქონებას გაასხვისებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მერიის ბალანსზე მყოფ 7 ობიექტს გაასხვისებს. დღეს, 23 მარტს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ობიექტების გასხვისებას. როგორც სხდომაზე მარნეულის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსმა დავით ხარშილაძემ განაცხადა, აღნიშნული ობიექტები უფუნქციოა და სწორედ ამიტომ მერიამ მათი გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენი სამსახურის მიერ შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით წარმოდგენილია 7 ობიექტი. ეს ობიექტები არიან სოფელ სადახლოში, კაჩაგანში გვაქვს ორი ობიექტი, აღმამედლოში, კასუმლოში და ხოჯორნში. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ რომ მოგვცეთ თანხმობა რათა აღნიშნული ობიექტების განკარგვა განვახორციელოთ ელექტრონული აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით, რაც შესაბამისად მოგვიტანს მარნეულის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტში დამატებით საიჯარო ქირის სახით თანხების მობილიზებას“. - განაცხადა დავით ხარშილაძემ

საკრებულოს უმრავლესობამ მერიის ბალანსზე აღრიცხული 7 უძრავი ქონების გასხვისებას მხარი დაუჭირა. საკრებულოს წევრებმა მხარი ასევე დაუჭირეს სოფელ წერეთელში არსებული საბავშვო ბაღის გასხვისებას, რათა ბაღის ავარიული შენობა დაინგრეს და მის ადგილას ახალი საბავშვო ბაღი აშენდეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები