მარნეულში მშვილდოსნობაში გიორგი გორდეზიანის სახელობის თასი გათამაშდება
მარნეულში 12-15 აპრილს მშვილდოსნობაში გიორგი გორდეზიანის სახელობის თასი გათამაშდება. გიორგი გორდეზიანი მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მწვრთნელია, რომლის ინიციატივით, 2015 წელს მუნიციპალიტეტში მშვილდოსნობას ჩაეყარა საფუძველი. როგორც 23 მარტს საკრებულო სხდომაზე მარნეულის სპორტული სკოლის ხელმძღვანელმა, მამუკა ნავერიანმა განაცხადა, თასის გათამაშება მარნეულში ტრადიციულ სახეს მიიღებს.

„ჩვენი სპორტული სკოლის სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის თასის გათამაშებაში. მინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენ სსპორტსმენებს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ჩემპიონატისთვის სამზადისისთვის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ვმასპინძლობთ მარნეულში 12-15 აპრილს , რომელიც სოფელ წერეთელის სტადიონზე ჩატარდება. აქვე უნდა გაგიმხილოთ ინფორმაცია, რომელსაც ახლა ვიტყვი, ბატონი გიორგი გორდეზიანისთვისაც იქნება სიურპრიზი. თქვენ იცით, რომ მშვილდოსნობას საფუძველი ჩაეყარა მარნეულში 2015 წელს ბატონი გიორგის ინიციატივით და ძალისხმევით. აღნიშნულ ტურნირზე გათამაშდება გიორგი გორდეზიანის სახელობის თასი, რომელიც იქნება გარდამავალი და იქნება ტრადიციული ხასიათის“ , - თქვა მამუკა ნავერიანმა

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით და საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლამ თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მშვილდების ორი კომპლექტი შეიძინა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები