აფერხებს თუ არა ენობრივი ბარიერი დირექტორების გამოცდის ჩაბარებას - აქტუალური თემა
მარნეულის მუნიციპალიტეტის 74 საჯარო სკოლიდან დირექტორების გამოცდა 2023 წელს მხოლოდ სამმა ჩააბარა. ჯამში მუნიციპალიტეტს ახლა 10 გამოცდა ჩაბარებული აპლიკანტი ჰყავს, რომლებმაც სერტიფიკატის მიღებისთვის გასაუბრების ეტაპიც უნდა გაიარონ.

2022-23 წლებში საჯარო სკოლის დირექტორის სასერტიფიკაციო გამოცდებზე საქართველოს მასშტაბით 3 205 აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათგან ტესტირებაზე სულ 1841 პირი გავიდა და მხოლოდ 755 მსურველმა გადალახა პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი რაც გასაუბრებას გულისხმობს 28 აპრილს დასრულდება.

დირექტორის სერტიფიცირების გამოცდაზე დაბალი მონაწილეობა, მოვალეობის შემსრულებელ დირექტორებს გარკვეულწილად ადგილის შენარჩუნების გარანტიას აძლევს. და თუ მარნეულის ნებისმიერ სკოლაში სერტიფიცირებული კანდიდატი ისურვებს მუშაობას, მას გასაუბრების გავლა სკოლის სამეურვეო საბჭოსთან მოუწევს, რომელიც ამ სკოლის პედაგოგების და მშობლებისგან შედგება. წარდგენილ კანდიდატებს სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს. საქართველოს მასშტაბით სულ 2086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.

რადიო მარნეულის გადაცემა „აქტუალურ თემაში“ ვსაუბრობთ დირექტორების გამოცდაზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ ენობრივ ბარიერზე. გადაცემის სტუმრები არიან, მასწავლებლები, ნატო სამხარაძე და მაკა მენთეშაშვილი. ასევე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, განათლების სპეციალისტი, შალვა ტაბატაძე.

ვრცლად ნახეთ გადაცემა:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები