მარნეულის 61 სოფელში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ოთხი გამარტივებული შესყიდვა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესაძენად გააფორმა. მერიამ საერთო ჯამში 35 687 ლარის ღირებულების ოთხი გამარტივებული შესყიდვა ოთხ სხვადასვა კომპანიასთან გააფორმა.

პირველი გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობას შპს „გზამკვლევი 2001“-საგან 6 393 ლარად და 24 თეთრად სურს შეისყიდოს 7 სოფელში შიდა გზების მოხრეშვის, 3 სოფელში შიდა გზების ბეტონის მოწყობისა და 1 სოფელში ხიდის მოწყობა/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

გთავაზობთ 11 სოფელში დაგეგმილი პროექტების ჩამონათვალს, რომელიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება:

1. ზემო ყულარი - შიდა გზების მოხრეშვა 20 000.00 ლარი
2. ბრდაზორი შიდა გზების მოხრეშვა 10 000 ლარი
3. გაჯისაქენდი შიდა გზების მოხრეშვა 16 000 ლარი
4. ყუდრო შიდა გზების მოხრეშვა 10 000 ლარი
5. იმირჭალა შიდა გზების მოხრეშვა 12 000 ლარი
6. ხულდარა გზების მოხრეშვა 16 000 ლარი
7. ვერხვიანი ახკერპი-ვერხვიანის დამაკავშირებელი გზის მოხრეშვა 10 000 ლარი
8. ჯანხოში შიდა გზის რეაბილიტაცია (მისასვლელ გზაზე არმირებული ბეტონის მოწყობა) 20 000 ლარი
9. მოლაოღლი ბეტონის გზის დაგება 40 000 ლარი
10. ბურმა ბეტონის გზის დაგება 20 000 ლარი
11. ჩანახჩიში ხიდის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი, დასრულება) 24 000 ლარი

10 502 ლარის ღირბეულების მეორე გამარტივებული შესყიდვა ადგილობრივმა თვითმმართველობამ შპს „ჰიდროპროექტი“-სთან გააფორმა, რომლის მიხედვითაც მერია სოფლის პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში სარწყავი წყლის სისტემის მოწყობა/რეაბილიტაციის და 3 სოფელში სასმელი წყლის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეიძენს.

გთავაზობთ 11 სოფელში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალს:

1. დამია ბუნებრივი წყაროდან სასმელი წყლის მილმდენის რეაბილიტაცია 12 000 ლარი
2. ხოხმელი ორი წყაროს რეაბილიტაცია 10 000 ლარი
3. თაქალო სასმელი წყლის აუზის რეაბილიტაცია 20 000 ლარი
4. მეწამულა სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია 10 000 ლარი
5. მარადისი სანიაღვრე არხების მოწყობა 12 000 ლარი
6. ულაშლო სარწყავი არხის რეაბილიტაცია 16 000 ლარი
7. საბირქენდი სარწყავი წლის რეაბილიტაცია 20 000 ლარი
8. ახკულა სარწყავი არხის რეაბილიტაცია 10 000 ლარი
9. ხიხანი სარწყავი არხის შიდა ქსელის მოწყობა 16 000 ლარი
10. საიმერლო სარწყავი არხის რეაბილიტაცია 40 000 ლარი
11. პატარა ბეგლიარი სარწყავი არხების მოწყობა 12 000 ლარი

მესამე გამარტივებული შესყიდვა მარნეულის მერიამ შპს „მერკური+“-თან გააფორმა. 3 800 ლარის ღირბეულების გამარტივებული შესყიდვის მიხედვით თვითმმართველობა შეიძენს მარნეულის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში სასაფლაოს შემოღობვის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას.

გთავაზობთ 7 სოფლის ჩამონათვალს, სადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასაფლაოები შემოიღობება:

1. კიროვკა სასაფლაოს შემოღობვა 16 000 ლარი
2. ქვემო სარალი სასაფლაოს შემოღობვა 26 000 ლარი
3. ზემო სარალი სასაფლაოს შემოღობვა 26 000 ლარი
4. ალგეთის მევენახეობა სასაფლაოს შემოღობვა 23 000 ლარი
5. ილმაზლო სასაფლაოს შემოღობვა 23 000 ლარი
6. ხანჯიგაზლო სასაფლაოს შემოღობვა 22 000 ლარი
7. ცოფი სასაფლაოს შემოღობვა 16 000 ლარი

14 991 ლარისა და 90 თეთრის ღირებულების მეოთხე გამარტივებული შესყიდვა მარნეულის მერიამ შპს „ლიგა 2006“-თან გააფორმა. გამარტივებული შესყიდვის მიხედვით თვითმმართველობა 32 სოფელში გარე განათების სამუშაოების მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეიძენს.

გთავაზობთ 32 სოფლის ჩამონათვალს სადაც გარე განათება მოეწყობა:

1. კაჩაგანი 20 000 ლარი
2. კირაჩ მუღანლო 20 000 ლარი
3. კასუმლო 20 000 ლარი
4. აღმამედლო 20 000 ლარი
5. კუშჩუ 16 000 ლარი
6. დამია-გეურარხი 20 000 ლარი
7. ახლოლალო 16 000 ლარი
8. ხოჯორნი 16 000 ლარი
9. კირიხლო 20 000 ლარი
10. დაშტაფა 15 000 ლარი
11. შაუმიანი 20 000 ლარი
12. შულავერი 20 000 ლარი
13. იმირი 20 000 ლარი
14. ახლომახმუდლო 16 000 ლარი
15. სეიდგოჯალო 16 000 ლარი
16. ქუთლიარი 20 000 ლარი
17. ბაიდარი 16 000 ლარი
18. დიდი მუღანლო 20 000 ლარი
19. მეორე ქესალო 20 000 ლარი
20. პირველი ქესალო 20 000 ლარი
21. კაპანახჩი 20 000 ლარი
22. ქეშალო 20 000 ლარი
23. ყიზილაჯლო 20 000 ლარი
24. ალგეთი 20 000 ლარი
25. საბირქენდი 20 000 ლარი
26. აზიზქენდი 20 000 ლარი
27. თაზაქენდი (ალგეთის) 20 000 ლარი
28. სადახლო 40 000 ლარი
29. თაზაქენდი (სადახლო) 16 000 ლარი
30. ოფრეთი 10 000 ლარი
31. ახკერპი 16 000 ლარი
32. ახალი დიოკნისი 12 000 ლარი

მარნეულის მასშტაბით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია 1-15 თებერვალს მიმდინარეობდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2023 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები