მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობენ.
ვეტერან ძიუდოისტთა შორის,
ევროპის ჩემპიონატი, 6-11
ივნისს, სლოვენიაში, ქალაქ პოდჩერტრეკში იმართება.
მარნეულის სპორტული სკოლის ინფორმაციით, ჩემპიონატზე საქართველოს
სახელით 27 სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის მარნეულის სპორტული
სკოლის ვეტერანი ძიუდოისტები, ემზარ ქალდანი, გიგლა წიფიანი, ზაზა
დავაძე, სანდრო იაკობაშვილი და ლევან დავაძე.
მიმდინარე შედეგებით, გიგლა წიფიანი, 73 კგ წონით კატეგორიაში , 2023
წლის
ევროპის ჩემპიონია ვეტერან ძიუდოისტთა შორის.
ჩემპიონატზე ასპარეზობენ:
- 73 კგ წონით კატეგორია, გიგლა წიფიანი (64 წლის)
- 81 კგ წონით კატეგორია, ლევან დავაძე (30 წლის)
- 81 კგ წონით კატეგორია, სანდრო იაკობაშვილი ( 34 წლის)
- 90 კგ წონით კატეგორია, ზაზა დავაძე (33 წლის)
- 90 კგ წონით კატეგორია, ემზარ ქალდანი (53 წლის)
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელობენ: საქართველოს ვეტერან
ძიუდოისტთა ფედერაციის პრეზიდენტი ოლეგ ზურებიანი, მარნეულის
მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი, საქართველოს ვეტერან
ძიუდოისტთა ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის
წევრი მამუკა ნავერიანი.
გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია