მარნეულის N2 სკოლასთან დაჭრილი მოსწავლე საავადმყოფოდან გაწერეს
მარნეულის N2 საჯარო სკოლაში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთ ბავშვს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა 18 ოქტომბერს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით დაპირისპირება 14 წლის ორ მოზარდს შორის მოხდა, რა დროსაც ერთმა მეორე ფეხის არეში დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ავერსის
კლინიკაში იყო გადაყვანილი და ის უკვე სახლშია გაწერილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები