როდის ჩატარდება სოფლის კრება თქვენს დასახლებაში
მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ იწყება.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 12-დან 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

გთავაზობთ საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღს და დროს სოფლების მიხედვით.











სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება, სხვადასხვა სოფელში შემდეგი პროექტები განხორციელდეს:

• სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
• სარწყავი სისტემები;
• სანიაღვრე არხები;
• ნაპირსამაგრი სამუშაოები;
• გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
• ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
• გარე განათება;
• სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
• ამბულატორიის შენობები;
• სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
• სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
• მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
• გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.საქართველოს


მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებები მიიღება მერიაში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლობებთან, ასევე ელექტრონულად შემდეგ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it , 2024 წლის 12 თებერვლამდე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები