წერეთელში და ხოჯორნში ადმინისტრაციული შენობების გარემონტება 514 915 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელსა და ხოჯორნში ადმინისტრაციული ერთეულების შენობების რეაბილიტაცია იგეგმება. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ორ სოფელში ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციისათვის ტენდერი 26 იანვარს გამოაცხადა.

შენობების რებილიტაციის პროექტების მიხედვით, ადმინისტრაციული ერთეულის შენობების ორივე სართულის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

„საბჭოს ადმინისტრაციული შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: ფასადების რესტავრაცია, შელესვა შეღებვა, არსებული დაზიანებული მოაჯირის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი, პირველ სართულზე აივნისა და ჰოლის დემონტაჟი და კერამოგრანიტის ფილის დაგება, ჰოლში კედლების შელესვა, შეღებვა, ამსტრონგის ტიპის შეკიდული ჭერის მონტაჟი.
მეორე სართულზე ხის ფანჯრების დემონტაჟი და მეტალოპლასტმასის ფანჯრებით ჩანაცვლება, მეორე სართულის ჰოლში და აივანზე არსებული ფილის დემონტაჟი და კერამოგრანიტის ფილის დაგება, ჰოლში ამსტრონგის ტიპის ჭერის მოწყობა, კაბინეტში არსებული ლამინატის დემონტაჟი და მაღალი ხარისხის ლამინატის დაგება, კაბინეტებსა და ჰოლში კედლების დამუშავება, შელესვა შეღებვა“.


აღნიშნული სამუშაოები ორივე ადმინისტაციული ერთეულის შენობებში განხორციელდება, ხოჯორნის ადმინისტრაციულ შენობაში კი დამატებით განახლდება სახურავი და ჟოლობები.

მარნეულის მერია სოფელი წერეთელის ადმინისტრაციული ერთეულის შენობის რეაბილიტაციის და მარნეულის მუნციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვას 514 915 ლარად გეგმავს.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენის შესაძლებლობა 14-დან 19 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები