„შავ არხში“ ბეტონის მოაჯირებია ჩაყრილი
ქალაქ მარნეულში გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, „შავ არხში“ ბეტონის მოაჯირები გადავარდა. რამდენიმე დღეა, რაც ბეტონის რამდენიმე მოაჯირი შავ არხში გადავარდა, რის შედეგადაც დაზიანებულია ქვეითთა სავალი ტროტუარი.

ე.წ „შავი არხი“ საქართველოს მელიორაციის ბალანსზეა. რადიო „მარნეულმა“ დღეს, 5 თებერვალს, გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე არხში ჩაყრილი
ბეტონის მოაჯირების შესახებ საქართველოს მელიორაციას მიაწოდა ინფორმაცია.

ჩვენთან საუბრისას საქართველოს მელიორაციის ქვემო ქართლის რეგიონის ხრამი-დებედას ხელმძღვანელმა თორნიკე გოგლიძემ განაცხადა, რომ მელიორაცია უახლოეს მომავალში მოახდენს რეაგირებას და არხიდან ბეტონის ფილებს ამოიღებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345