მშვილდოსნობაში ახალგაზრდებს შორის 2024 წლის ჩემპიონატი მარნეულში გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის განცხადების მიხედვით, ახალგაზრდებს შორის მშვილდოსნობაში 2024 წლის საქართველოს ჩემპიონატს მარნეულის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს.

„მიმდინარე წლის 9-11 თებერვალს, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით "აზერბაიჯან ჰაუსის" სპორტულ დარბაზში, მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება“. - აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში

შეჯიბრში 21 წლამდე ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. ჩემპიონატი „კლასიკური მშვილდის“ კაცების და ქალების კატეგორიაში ჩატარდება. სპორტსკოლის განცხადებით, ჩემპიონატზე, გოგონების და ბიჭების კატეგორიაში ფინალისტებს შორის, გათამაშდება, მარნეულის მუნიციპალიტეტში მშვილდოსნობის დამფუძნებლის გიორგი გორდეზიანის სახელობის თასი.

ტურნირის ჩემპიონები და პრიზიორები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით და ფულადი ჯილდოთი.
პირველი ადგილი-400
მეორე ადგილი- 300
მესამე ადგილი-200
გიორგი გორდეზიანის თასის მფლობელს გადაეცემა ფულადი პრემია 2000 ლარის ოდენობით.

ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი 

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები