კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა მარნეულის პოპულარიზაციისთვს
მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების პოპულარიზაციის, კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით ორ მუნიციპალიტეტში ფორუმი „„კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა“ მიმდინარეობს.

ფორუმის პირველ დღეს, 4 თებერვალს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ფორუმის დელეგატებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა იმირის გადაჭრილი გორა და წერაქვის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს, იმყოფებოდნენ მარნეულის სასურსათო ქარხანაში, გაეცნენ ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობას და მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ პოტენციალს. სპეციალურად მათთვის გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი“. - აღნიშნულია მარნეულის მერიის განცხადებაში

დღეს, 7 თებერვალს, ფორუმის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად შეხვედრა გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებუოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.

„დღევანდელი შეკრების მიზეზი გახლავთ ახალი პლატფორმა, რომელიც მარნეულის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით შეიქმნა და ინოვაციური შესაძლებლობაა. აღნიშნული პლატფორმა ევროპის ფესტივალების ასოციაციის, ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმის ფარგლებში ჩამოყალიბდა. მოხარული ვარ, რომ პლატფორმის ფარგლებში ვმასპინძლობთ პირველ საერთაშორისო ფორუმს, რომელსაც მსოფლიოს 12-მდე ქვეყნიდან ესწრება წარმომადგენლობა. პლატფორმის ფარგლებში დელეგატებს მიეცათ საშუალება, რომ დაეთვალიერებინათ მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები, გასცნობოდნენ არსებულ ტურისტულ პოტენციალს, შეხვედროდენ ადგილობრივ მეწარმეებს. სამომავლოდ, პლატფორმა მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა აქტივობების შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე გაავრცელოს ინფორმაცია, მოიზიდოს გრანტები და ითანამშრომლოს ევროპის საფესტივალო ქალაქებთან“. - განაცხადა კენან ომაროვმა

ფორუმის ორგანიზატორი და მხარდამჭერია მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები, კოორდინირებას კავკასიის საერთაშორისო კულტურული პროგრამების ბიურო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „იუნესკოს კათედრა“ უწევს.

„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ აღნიშნულ ფორუმს, რომლის ფარგლებშიც „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა“ შეიქმნა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი მრავალფეროვანი მუნიციპალიტეტის ისტორია და კულტურა საერთაშორისო დონეზე წარმოვადგინოთ. მნიშვნელოვანია, რომ მარნეული ევროპის საფესტივალო ქალაქის პლატფორმის წევრი გახდა, რომლის მიზანიც საერთაშორისო დონეზე ჩვენი მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია, ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობა, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს განვითარებაა. მოგეხსენებათ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, გადაჭრილ გორაზე, ადამიანმა მსოფლიოში პირველად ველური ვაზი მოაშინაურა და ღვინო დაწურა. აღნიშნული არქეოლოგიური ძეგლი, სადაც მუზეუმის მოწყობა მიმდინარეობს და მასთან ერთად ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული სხვა ღირსშესანიშნაობები მომავლში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე. აღნიშნულ ფორუმში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები მონაწილეობენ, რაც მნიშვნელოვანია ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით. პლატფორმა ხელს შეუწყობს ჩვენი მუნიციპალიტეტის წინსვლასა და განვითარებას“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ

აღსანიშნავია, რომ მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები 2023 წელს ოფიციალურად შეუერთდნენ ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმას და მისი წევრები გახდნენ. თანამშრომლობის საფუძველზე აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის და ევროპის საფესტივალო ასოციაციის - ევროპის საფესტივალო ქალაქების ფარგლებში, შეიქმნა „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა“, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას, კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ფოტო: მარნეულის მერია 
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები