ქალაქ მარნეულში წყალმომარაგება 8 თებერვლიდან აღდგება - გაერთიანებული წყალმომარაგება
მეორე კვირაა რაც ქალაქ მარნეულში რამდენიმე ქუჩას სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. ამ ეტაპზე წყალმომარაგება შეზღუდულია რუსთაველის, სულხან-საბას, გამსახურდიას და სხვა ქუჩებზე.

რადიო „მარნეულს“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, რომ სასმელი წყლის მიწოდების შეფერხება ჭაბურღილების დაზიანებამ გამოიწვია.

კომპანიაშ განმარტავენ, რომ ჭაბურღილების შეკეთება უკვე სრულდება და ქალაქში წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში ხვალიდან, 8 თებერვლიდან, აღდგება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები