სოლიდარობის პლატფორმა ეხმიანება თეა ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებით
სოლიდარობის პლატფორმა ეხმიანება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის,

თეა ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებით და სახელმწიფო მინისტრის აპარატს მოვუწოდებენ განათლებისა და ენის პოლიტიკის საკითხებზე საკუთარი პოზიციები ეთნიკური უმცირესობების რეალურ საჭიროებებს დააფუძნონ.

“2024 წლის 5 თებერვალს, ახალი პრემიერ მინისტრობის კანდიდატისა და მისი სამთავრობო გუნდის დამტკიცების პროცესში, საქართველოს პარლამეტში სიტყვით გამოვიდა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თეა ახვლედიანი. სიტყვით გამოსვლის ძირითადი ნაწილი თეა ახვლედიანმა დაუთმო 2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის შესრულების აღწერას. მინისტრი საუბრობდა მხოლოდ მთავრობის მიღწევებზე და ნაკლებად იყო ორიენტირებული უმცირესობების რეალური საჭიროებების და გამოწვევების კრიტიკულ განხილვაზე და გამოსავლის გზების ძიებაზე. საქართველოს პარლამენტის წევრის, ტარიელ ნაკაიძის მიერ დასმულ კითხვაზე კი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის 1+4 პროგრამის ფარგლებში ქართული ენის სტუდენტებისთვის უფასოდ სწავლების შესაძლებლობებს და მისი გაფართოების აუცილებლობას უკავშირდებოდა, თეა ახვლედიანმა ზედაპირული და მანიპულაციური პასუხი გასცა. კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის თქმით, „1+4 პროგრამა, ასევე, ჩვენს სომხურენოვან და აზერბაიჯანულ ენოვან თანამოქალაქეებს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში, განათლების მიღების მიზნით, ქართული ენის შეწავლის ერთწლიან უფასო პროგრამაში ჩარიცხვის შესაძლებლობას. [..] გამორჩეულად, გამოყოფილად, იმის თქმა, რომ საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებს უწევთ საფასურის გადახდა სახელმწიფო ენის შესწავლის მიზნით, არის მცდარი. ეს არის სიცრუე.“
- წერს პლატფორმა

სოლიდარობის პლატფორმის განმარტებით, 1+4 პროგრამა არის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების უმრავლესობისთვის იძლევა ერთადერთ შესაძლებლობას რეალურად ისწავლონ ქართლი ენა და მიიღონ უმაღლესი განათლება. 1+4 პროგრამა მშობლიურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების გზით, სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან ახალგაზრდებს ქართულ ენაში მოსამზადებელი კურსზე ჩარიცხვის შესაძლებლობას აძლევს. მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ (B1 დონეზე გამოცდის ჩაბარების შემდეგ) კი, ახალგაზრდა ირიცხება უმაღლესი დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე. 1+4 პროგრამის ფარგლებში მოსამზადებელ საფეხურზე 100 ეთნიკურად აზერბაიჯანელი და 100 ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდა ყოველწლიურად იღებს სახელმწიფოსგან დაფინანსებას. თუმცა, ამ მხარდაჭერის გარეშე რჩება ასეულობით ახალგაზრდა (1000-ზე მეტი), რომელსაც აქვს ქართული ენისა და უმაღლესი განათლების მიღების რეალური ინტერესი, თუმცა მოსამზადებელ საფეხურზე ქართული ენის სწავლებისთვის 2250 ლარის გადახდა უწევს.

ამავე თემაზე:ფულს (არ) იხდი ქართულში?
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები