ქალაქ მარნეულსა და მიმდებარე სოფლებს გაზი ავარიული გათიშვის გამო არ აქვთ
ქალაქ მარნეულში და მიმდებარე სოფლებში ბუნებრივი აირით მომარაგება ავარიული გათიშვის გამო შეიზღუდა. რიგორც რადიო „მარნეულს“ „სოკარის“ ცხელ ხაზზე განუცხადეს, აღდგენითი სამუშაოები 13:00 საათიდან დაიწყება.

„პირველი საათიდან დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. გათიშვა ფიქსირდება ქალაქ მარნეულში, სოფელი წერეთელში, ნორგიულში, საიმერლოსა და ბაილარში. ავარიული დაზიანებაა, კომპანიისთვისაც არ იყო წინასწარ დაგეგმილი გათიშვა“

როგორც კომპანიის მიერ, მოქალაქეებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაშია აღნიშნული, ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყება 18:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე.

„სოკარი“ მოსახლეობას აფრთხილებს გაზის დანადგარები და ონკანები ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები