სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მარნეულის მერის სოფლიდან დაიწყება
12 თებერვალს, მარნეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება. პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები კრების პირველ დღეს ათგან გაიმართება. მათ შორის მარნეულის მერის, კენან ომაროვის სოფელში.

სოფლის კრების გამართვის ადგილი და დრო:
  • საბირქენდი, სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 15:00 სთ
  • ალგეთი, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ - 13:00 სთ
  • თაზაქენდი, სკოლის მიმდებარედ - 14:00 სთ
  • კასუმლო კულტურის სახლის მიმდებარედ - 11:00 სთ
  • აღმამედლო სათემო ცენტრის (ქალთა ოთახი) სახლის მიმდებარე ტერიტორია - 12:00 სთ
  • კუშჩუ სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 13:00 სთ
  • კაჩაგანი კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია - 16:00 სთ
  • თაქალო სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 15:00 სთ
  • ხანჯიგაზლო– სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 13:00 სთ
  • სოფ. კირაჩ–მუღანლოს სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 14:00 სთ
სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება, სხვადასხვა სოფელში შემდეგი პროექტები განხორციელდეს:

• სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
• სარწყავი სისტემები;
• სანიაღვრე არხები;
• ნაპირსამაგრი სამუშაოები;
• გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
• ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
• გარე განათება;
• სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
• ამბულატორიის შენობები;
• სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
• სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
• მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
• გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.

გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები