მერია კანალიზაციის გაწმენდისთვის წელს 86 760 ლარის დახარჯვას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2024 წლის განმავლობაში საკანალიზაციო სისტემის გაწმენდის და მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა.

თვითმმართველობა 2024 წლის განმავლობაში საკანალიზაციო სისტემების გაწმენდისა და მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვაში 86 760 ლარის დახარჯვას გეგმავს.

„მომსახურება გაწეული უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად. მიმწოდებელს ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ან/და დეფექტური აქტი და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით“. - აღნიშნულია მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში

ადგილობრივმა თვითმმართველობამ აღნიშნული სახის ტენდერი გასულ წელსაც გამოაცხადა. 2023 წლის განმავლობაში საკანალიზაციო სისტემების გაწმენდისა და მოვლა შენახვის სამუშაოებისათვსი 50 847 ლარის ღირებულების ტენდერი იყო გამოცხადებული. 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს იგევე მომსახურების შესყიდვისათვის თვითმმართველობამ ტენდერის ფასი 35 913 ლარით გაზარდა.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომაპნიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 25 თებერვლიდან პირველ მარტამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები