არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული გაამართლეს - პროკურატურა გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
2023 წლის მაისში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მარნეულში ბიძა დააკავეს. 2024 წლის 8 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა.

პროკურატურაში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გარეშე ახორციელებდა გარყვნილი ქმედებას.

„პროკურატურა არ ეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც
არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მესაზღვრე, გამართლდა და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გარეშე ახორციელებდა გარყვნილი ქმედებას.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა“.
- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას, კანონით დადგენილ ვადებში, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

აღსანიშნავია, რომ 16 წლის გოგომ, 2023 წლის მაისში, ფეისბუქის ერთ-ერთ „ფეიჯზე“ გაავრცელა პოსტი, რომ ის წლების განმავლობაში ბიძისაგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, რის შემდეგაც ფაქტის შესწავლა სამართალდამცავმა უწყებებმა დაიწყეს. ბიძა გოგოს მიერ ძალადობის გასაჯაროების შემდგომ მალევე დააკავეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები