2023 წელს მარნეულში სამშენელო წესების დარღვევაზე 218 000 ლარის ჯარიმა დაიწერა
2023 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში 208 სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

ინფორმაცია რადიო „მარნეულის“ წერილის საპასუხოდ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილებამ მოგვაწოდა. სტატისიკურ მონაცემებში აღნიშნულია, რომ ერთი წლის განმავლობაში 208 დარღვევიდაან 151 უნებართვო მშენებლობას ეხება, 57 კი - სანებართვო პირობების დარღვევას. გამოწერილი საჯარიმო სანქციების თანხამ შეადგინა 218 000 ლარი.

“მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილებამ 2023 წლის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მაშტაბით გამოავლინა 208 (ორას რვა) სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი. ამ დარღვევებიდან 151 (ას ორმოცდათერთმეტი) არის უნებართვო მშენებლობა, 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) სანებართვო პირობების დარღვევა. გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოწერილ საჯარიმო სანქციების თანხამ შეადგინა 218 000 (ორას თვრამეტი ათასი) ლარი, ხოლო 2023 წელს გადახდილი საჯარიმო სანქციების თანხამ 343 609 (სამას ორმოცდასამი ათასი) ლარი (გადახდილი საჯარიმო თანხის გარკვეული ნაწილი წარმოადგენს 2022 წელს გამოწერილ საჯარიმო სანქციის თანხას).” - აღნიშნულია მერიისგან მოოწოდებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა 2022 წლის 6 თვეში 18 უნებართვო მშენებლობის და 36 სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტი გამოვლინ. 2021 წლის განმავლობაში სამშენებლო სამართალდარღვევის 202 ფაქტი გამოავლინდა და ჯამში 272 770 ლარის ჯარიმა დაიწერა.

რა არის უკანონო მშენებლობა?

უკანონო მშენებლობა არის ისეთი მშენებლობა, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (ნებართვა).
ასევე უკანონო მშენებლობად მიიჩნევა ისეთი მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც არსებითად დარღვეულია კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ იცვლება შენობა-ნაგებობის ფუნქცია ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება.

რას ნიშნავს მშენებლობის ნებართვის დარღვევა ?

სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სამშენებლო/ სანებართვო პირობების დარღვევა, რომელიც სცილდება კანონით განსაზღვრულ დაშვებულ კორექციის ფარგლებს.
უნებართვო მშენებლობისგან იმით განსხვავდება, რომ ამ შემთხვევაში მშენებლობას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი – ნებართვა, თუმცა არსებითად ირღვევა ამ ნებართვით გათვალისწინებული პირობები.

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები