მარნეულის ბაზარი დღეს - ფოტორეპორტაჟი
მარნეულის ბაზარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ერთ მწკრივში განლაგებულ ათობით დახლზე ბევრი ადგილობრი ვაჭრობს. ხილის, ბოსტენეულის, თხილეულისა და სხვა პროდუქტების მაგიდები გამთენიისას ლაგდება.



მარნეულის აგრალური ბაზარი ვაჭრობის ერთ-ერთ სარფიან ადგილად მიიჩნევა.



„მარკეტებში ორმაგი ფასები აქვს ყველაფერს, აქ, ბაზარში არჩევანის საშუალება გაქვს და ყველაფერი ერთ სივრცეშია. პროდუქტებს ყოველი კვირის დასაწყისში ვიმარაგებ. ამ მიზეზით მოვედი ახლაც. გუშინ მარკეტში კარტოფილი 1.50- ად ვიყიდე, აქ ლარი ღირს, რატო გადავიხადო ზედმეტი როცა აქ შემიძლია ეკონომია გავაკეთო“
- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.



რანა გოჯაევა მარნეულის ბაზარში 20 წელია ვაჭრობს. ამბობს, რომ მყიდველი ბევრი არაა, თუმცა ყოველდღიურ თანხას ხილით და თხილეულით გამოიმუშავებს.

რანა გოჯაევა
  • 1 კილოგრამი თხილი - 25 ლარი
  • 1 კილოგრამი ნიგოზიი - 20 ლარი
  • 1 კილოგრამი ფისტაშკა - 55 ლარი
  • 1 კილოგრამი ჯინჯერი - 20 ლარი
  • 1 კილოგრამი შავი ქიშმიში - 25 ლარი



  • 1 კილოგრამი მსხალი - 4 ლარი
  • 1 კილოგრამი ადგილობრივი ბროწეული 10 ლარი , თურქული - 5 ლარი, ირანული - 6 ლარი
  • 1 კილოგრამი ვაშლი 2-3 ლარი
  • 1 კილოგრამი ჯანჯაფილი - 20 ლარი

  • 1 კილოგრამი პომიდორი -  5 ლარი
    1 კილოგრამი კიტრი - 5 ლარი
  • 1 კილოგრამი კომბოსტო - 1 ლარი
  • 1 კილოგრამი კარტოფილი - 1 ლარი
  • 1 კილოგრამი სტაფილო - 1,5 ლარი
  • 1 კილოგრამი ჭარხალი - 1,50 ლარი
  • 1 კილოგრამი ხახვი - 1 ლარი
  • 1 კილოგრამი ბანანი - 4-5 ლარი


  • 1 კილოგრამი ბოლოკი - 1.5- 2 ლარი



  • 1 შეკვრა ტარხუნა - 1.50 ლარი



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები