კამბოჯაში საქართველოს წარმომადგენელმა ბრძოლა ფრედ დაამთავრა
17 თებერვალს კამბოჯაში მუაიტაის პროფესიულ რინგზე გამოსულმა საქართველოს სპორტსმენმა ემილ ხალილოვმა ბრძოლა ფრედ დაასრულა. ინფორმაცია რადიო "მარნეულთან" საუბრისას ყარაჯალარის სპორტული კლუბის ხელმძღვანელმა ისფაჰან ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, მსაჯის გადაწყვეტილებით შეჯიბრი ფრედ დასრულდა.

„ემილ ხალილოვი პირველი იყო ვინც ქვეყანა მუაიტაის და კიკბოქსის სახეობაზე კამბოჯაში წარადგინა. მისი მოწინააღმდეგე კამბოჯაელ სოტჰ ბუნტს 220 პროფესიულ შეჯიბრზე მიუღია მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენმა მოწინააღმდეგეზე კარგად იბრძოლა, მსაჯის გადაწყვეტილებით შეჯიბრი ფრედ დასრულდა. ამ შეჯიბრზე მონაწილეობაც დიდი წარმატებაა. ემილის წვრთნები გრძელდება. წარმატება ჯერ წინაა“ - აცხადებს გარდაბნელი სპორტსმენი ისფაჰან ალიევი

ალიევის თქმით, მისი კიდევ ერთი მოწაფე ქენან ბაირამოვი კამბოჯაში შეჯიბრზე მონაწილეობისთვის მოწვევა მიიღო და ახლა ემზადება შეჯიბრისთვის.

„ქენან ბაირამოვმა კამბოჯაში ჩასატარებელ შეჯიბრზე მოწვევა მიიღო. შეჯიბრი 24 თებერვალს ჩატარდება. ამჟამად ქენან ბაირამოვი იმ შეჯიბრისთვის ემზადება. მას ამ შეჯიბრისთვის სპორტის ამ სახეობაში მსოფლიო ვარსკვალევებიდან ერთ-ერთი რუსლან კრუვუშა ამზადებს. ამასთან ერთად ემილ ხალილოვიც მასთან ერთდ გადის წვრთნებს. ტაილანდის ქალაქ ფკუკეთში მიდის წვრთნები“.

„ყარაჯალარის" კლბის მწვრთნელის თქმით, მისი კიდევ ერთი სპორტსმენი ტაილანდში წავიდა და მისგან წარმატებებს ელოდება.

„ჩემი კიდევ ერთი სპორტსმენი „ისკა“ K1-ზე მსოფლიო ჩემპიონი ოზჯან ახმადევიც ტაილანშია ბრძოლისთვის და წვრთნებისთის. ისიც ჩემი სურვილით წავიდა. ახლა სამივე გადიან წვრთნებს იქ. სპორტსმენებმა ჩინეთში ჩასატარებელ შეჯიბრზე მიიღეს მოწვევა. ამასთან ერთად, ქენან ბაირამოვი აპრილში "One Championship" შეჯიბრზე მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენების ასეთ შეჯიბრებზე მონაწილეობა და წარმატება ჩვენი ქვეყნის სიამაყეა“ - აცხადებს ალიევი

აღსანშნავია, რომ ემილ ხალილოვი და ქენან ბაირამოვი გარდაბანში მოქმედი სპორტული კლუბის "ყარაჯალარის" სპორტსმენები არიან. მათი მთავარი მწვრთნელი კი ისფაჰან ალიევია.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები