ტრენინგი მარნეულში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებაზე
ევროკავშირის პროგრამის მხარდაჭერით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტს.

ტრენინგები ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის ქვეგრანტის ფარგლებში ხორციელდება. აქტივობის მიზანია სამოქალაქო ჩართულობისა და თვითმართველი თემის გაძლიერება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც 18 წლიდან 30 წლამდე ადგილობრივ ახალგაზრდებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. არსებული ტრენინგ კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სამუშაოს თემაზე:

მარნეულში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, რომლის მიზანია- ქალაქ მარნეულის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო ჩართულობაზე. აპლიკანტებს შეუძლიათ მონაწილეობისთვის განაცხადი გააგზავნონ 2024 წლის 1 მარტამდე. დაკავშირება მოხდება შერჩეულ აპლიკანტეპთან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები