ნოვრუზზე დასვენების ნებართვისათვის სკოლებმა რესურსცენტრს უნდა მიმართონ
21 მარტს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლებმა, რომლებსაც დასვენება სურთ, განცხადებით რესურსცენტრს უნდა მიმართონ.

როგორც ჩვენთან საუბარში მარნეულის რესურცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ალი გახრამანოვი განმარტავს, სადღესასწაულოდ დასვენება საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მიმართვის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

„ნოვვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლას თავად შეუძლია წერილობით მოგვმართოს. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ მოთხოვნას, გავაგზავნით განათლებს სამინისტროში და ჩვეულებრივად დაისვენებენ. სხვა დღის ხარჯზე არ მოუწევთ აღდგენა. მსგავსი პრაქტიკა გასულ წელას გვქონდა და მაშინაც მოგვმართეს“ - თქვა ალი გახრამანოვმა.

ნოვრუზ ბაირამი 21 მარტს აღნიშნება. "ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია.

2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები