მარნეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დასრულდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დასრულდა. როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს, ამ ეტაპზე, მონაცემთა დათვლა მიმდინარეობს, თუ რას ითხოვდა სოფლებში მოსახლეობა ყველაზე მეტად. მათივე თქმით, ინფორმაციას მონაცემების დამუშავების შემდეგ გამოაქვეყნებენ.

რადიო „მარნეული“ კრებებს რამდენიმე სოფელში ესწრებოდა. ჩვენი დაკვირვებით, სოფლების უმეტესობაში მხარი, გარე განათების მოწყობას დაუჭირეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი დაკვირვებით, გასული წლების მსგავსად, სოფლებში საერთო კრებებზე მუნიციპალიტეტს მოსახლეობის მობილიზება უჭირდა. კრებები ხშირ შემთხვევაში ლეგიტიმაციას მასწავლებელთა ხელმოწერების ხარჯზე იღებდა.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 12 -დან 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები