სოფელ საბირქენდში გზა 5 მონაკვეთზე დაიგება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდიში შიდა გზების დაგება 415 682 ლარად იგეგმება. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, საბირქენდის გზებისათვის პროექტი 2021 წელს შპს „პროექტს კომპანისგან“ მომზადდა.

“დავალების თანახმად შ.პ.ს. ,,პროჯეკტ კომპანი”-ს სპეციალისტების მიერ ადგილზე განხორციელდა საპროექტო ობიექტის საველე-საკვლევაძიებო და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის სამუშაოები, მოხდა ტერიტორიის ტოპო გადაღება. პროექტირების პროცესში გათვალისწინებული იქნა დამკვეთის მოთხოვნები და სათანადო რეკომენდაციები. სულ გვაქვს ხუთი საპროექტო გზა. გზებს ორივე მხრიდან ესაზღვრება საკარმიდამო ნაკვეთები. ობიექტზე გვხვდება გადამკვეთი ბეტონისა, აზბესტისა და ლითონის მილები. პროექტით გათვალისწინებულია გადამკვეთი მილების დემონტაჟი” - წერია პროექტის აღწერაში.

პროექტით გათვალისწინებულია არსებული გატალახიანებული გრუნტის საფარის მოხსნა და გატანა. სამუშაოების უსაფრთხოების წესების დაცვით უნდა განხორციელდეს.

“აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა, მათი სწავლება ყველა მომუშავეთათვის. სამუშაოს დაწყების წინ ინსტრუქტაჟის ჩატარება, უსაფრთხოების წესების სწავლება, საგზაო მანქანებს უნდა ქონდეთ გამართული ხმოვანი შუქსიგნალიზაცია და საგზაო მანქანების სადგომი უნდა იყოს შემოფარგლული ავარიული გაჩერების წითელი სიგნალებით და ბარიერებით დღისით, წითელი ფერის სასიგნალო შუქფანრით ღამით. მშენებელი ორგანიზაცია პასუხისმგებელია და ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს უსაფრთხოების, შრომის, საწარმოო სანიტარიის წესების სრული დაცვა” - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

საბირქენდის შიდა გზების დაგების ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 15-20 მარტის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში შეასრულოს.
საბრირქენდის პროექტის 95%- სახელმწიფო, 5%-ს კი ადგილობრვი თვითმმართველობა აფინანსებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები