სავანეთში სათემო ცენტრი გაიხსნა

დღეს, 1 მარტს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში სათემო ცენტრი გაიხსნა.


ცენტრი „ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით გახსნა. სავანეთის სათემო ცენტრის გახსნას ესწრებოდა ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლადი. როგორ ის, რადიო მარნეულთან საუბრისას განმარტავს, სივრცე მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები ადამიანებისათვის.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ სათემო ცენტრის გახსნაზე სავანეთში. ეს არის პროექტი, რომელიც მხარდაჭერილი იყო ნორვეგიის მიერ UNDP -თან თანამშრომლობით. პროექტის ერთი ნაწილი იყო მხარდაჭერა სათემო სივრცეების გასახსნელად, საქართველოს რამდენიმე ადგილზე. ძირითად ეს არის სათემო ჩართულობის მხარდაჭერა, დიალოგი ახალგაზრდებს შორის და ჩართულობის გაძლიერება ეთნიკურ უმცირესობებს შორის. ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ტრენინგ კურსებში, წარმოაჩინონ თავიანთი უნარ-ჩვევები. ასევე მიიღონ ინფორმაცია თავიანთ უფლებებზე, შესაძლებლობებზე „ - ამბობს ბერგლიოტ ჰოვლადი.

სავანეთის სათემო ცენტრის ხელმძღვანელის, რეზო გასანოვის თქმით, ეს იქნება სივრცე, სადაც ქალებს, ახალგაზრდებს და სოფლის მაცხოვრებლებს ინტეგრაციის შესაძლებლობა და თავიანთი უარ-ჩვევების ერთმანეთისთვის გაზიარება შეეძლებათ.

„დღემდე არ არსებობდა სოფელ სავანეთში სათემო ცენტრი და არც ახალგაზრდული ცენტრი. ეს ცენტრი სავანეთს და მიმდებარე სოფლებს მოემსახურება, სადაც სრულიად უფასოდ იქნება შესაძლებელი დოკუმენტების ასლების გადაღება, კომპიუტერული მომსახურება, თარგმნა და ასე შემდეგ." - ამბობს რეზო გასანოვი

ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქამრან აფანდიევის თქმით, ცენტრი განვითარების მნიშვნელოვანი ადგილი იქნება, სადაც ადამიანებს თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობა ექნებათ.

„სათემო ცენტრი ნიშნავს განვითარებას, წინსვლას, დემოკრატიას. ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობას შორის ხიდს. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ დავინახავთ აქ ნამდვილ განვითარებას, ახალგაზრდების მოტივაციას. უფრო მეტი ახალგაზრდა ჩააბარებს უმაღლესში. დასაქმდებიან და თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში. „ - თქვა ქამრან აფანდიევმა

ცენტრის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში დაგლას უები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლში ანარ სულეიმანოვი, ადგილობრივი პედაგოგები, მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები.



 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები