რადიო “მარნეულის” ჟურნალისტმა მედიაკონკურსში გაიმარჯვა
რადიო “მარნეულის” ჟურნალისტმა, ვლადიმერ ჩხიტუნიძემ მედიაკონკურსში გაიმარჯვა.


მედიაკონკურსის „ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ადიქციის პრევენცია, ადამიანის უფლებები“ ფარგლებში 5 გამარჯვებული გამოვლინდა.
  • საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი/რუბრიკა - თიკა წერეთელი, ტვ „იმედი“, გადაცემა „იმედის დღე“
  • საუკეთესი რადიო სიუჟეტი/პოდკასტი - ვლადიმერ ჩხიტუნიძე, რადიო „მარნეული"
  • საუკეთესო პუბლიკაცია ონლაინ მედიაში - ნათია ამირანაშვილი, „პუბლიკა“
  • საუკეთესო პუბლიკაცია ონლაინ მედიაში - სულხან მესხიძე, „აჭარა თაიმსი“
  • საუკეთესო ბლოგი - ოლიკო ცისკარიშვილი, „ექო ფაქტი“

მედიაკონკურსი ჩატარდა „I (პირველი) ბლოკის“ ორგანიზებით, ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“მესამე მხარის ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები