მარნეულში სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებისათვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
ადვოკატირების პლატფორმების შექმნის მიზნით, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციებისათვის მცირე საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსი საერთაშორისო ორგანიზაციემ „HEKS/EPER GEORGIA“, ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში გამოაცხადა.

„საგრანტო კონკურსის მიზანია შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების ადვოკატირების პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე და მათთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებული დიალოგის ინიცირებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების სტიმულირებას“. - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მომუშავე მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში 4 რეგიონული პლატფორმის შერჩევაა დაგეგმილი. ორი პროექტი ქვემო ქართლიდან, ხოლო ორი სამცხე-ჯავახეთიდან შეირჩევა. პროექტის ფარგლებში თითო პლატფორმისათვის მაქსიმუმ 14 000 ლარი (5 000 ევროს ექვივალენტი ლარში) არის გამოყოფილი.

განცხადების ფორმა და კონკურსის აღწერა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები