მარნეულის მერიამ 8 მარტის მისალოცად ბარათებსა და ყვავილებში 980 ლარი დახარჯა
მარნეულის მერიამ 8 მარტის მისალოცად ბარათებსა და ყვავილებში 980 ლარი დახარჯა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სარვამარტოდ 200 ცალი მისალოცი ბარათი დაბეჭდა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალთა საერთაშორისო დღის მისალოცი ბარათები გამარტივებული წესით ინდმეწარმე აკრემ გახრამანოვისგან 240 ლარად შეიძინა.

“მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ესაჭიროება 200 ერთეული მისალოცი ბარათის დამზადება, რომელიც მერის სახელით ადრესატებს გადაეცემათ. გთხოვთ, საკითხის განხილვა დაავალოთ შესაბამის სამსახურს, რათა მოხდეს მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება.” - წერია მოხსენებით ბარათში.

760 ლარი დაუჯდა მუნიციპალიტეტს 200 ცალი ყვავილების თაიგულის ყიდვა. შ.პ.ს. ,,ყვავილების სამოთხე“- სთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის მიხედვით თითო ყვავილის ღირებულება 3,80 ლარს შეადგენს.
მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ 8 მარტი მარნეულის მუნიციპალიტეტის „ჯეო ჰოსპიტალსის“ და „ავერსის“ კლინიკების სამედიცინო პერსონალს ასევე, მერიაში დასაქმებულ დიასახლისებს

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები