მარნეულელმა გოგოებმა ძიუდოს ჩემპიონატში გაიმარჯვეს
მარნეულელმა ძიუდოისტმა გოგოებამ თბილისში გამართულ აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ღია პირველოის შეჯიბრზე გოგონათა შორის პირველი ადგილები დაიკავეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის განცხადებით, ჩემპიონატი 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, გაიმართა.

ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და ჩემპიონობა მოიპოვეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა გოგონებმა ქეთი ხარაზიშვილმა და ლიზა დავაძემ“. - აღნიშნულია განცხადებაში

ქეთი ხარაზიშვილმა 57 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ლიზა დავაძემ 63 კგ წონით კატეგორიაში დაიკავა პირველი ადგილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის განცხადებით, სპორტული სკოლისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებას გოგონათა სპორტის განვითარება და მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა წარმოადგენს.

პირველადგილოსანი სპორტსმენების მწვრთნელები ზაზა დავაძე და სანდრო იაკობაშვილი არიან.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები