მარნეულის 8 ქუჩაზე არხების რეაბილიტაციის ტენდერი მესამედაც ჩაიშალა
მარნეულის 8 ქუჩაზე არხების რეაბილიტაციისათვის გამოცხადებული ტენდერი მესამე მცდელობაზეც ჩაიშლა. ტენდერიში მონაწიელობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.
მარნეულის მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სარწყავი არხების რეაბილიტაციას თავდაპირველად 387 655 ლარად გეგმავდა, თუმცა ახალ ტენდერში თანხა 84 886 ლარით გაზარდეს და სატენდერო თანხა ამ ეტაპზე 472 541 ლარს შეადგენს.

არხების რეაბილიტაციაა დაგეგმილი სოფელ წერეთელში (სკოლის მიმდებარედ), ქალაქ მარნეულში აღმაშენებლის, ვაჟა-ფშაველას, ლერმონტოვის, იაღლუჯის, თბილისის, ლაღიძის და 20 იანვრის ქუჩებზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სარწყავი არხების რეაბილიტაციისათვის პირველი ტენდერი 26 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია რის გამოც ის არ შემდგარად გამოცხადდა. მარნეულის მერიამ მეორე ტენდერი, უცვლელი ფასით, 5 დეკემბერს გამოაცხადა, მესამე ტენდერი კი 15 თებერვალს გამოცხადდა.

ახალი ტენდედერის გამოცხადების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები