სადახლოში ხიდის, შაუმიანში კი გზის რეაბილიტაციის ტენდერი მეორე ცდაზეც არ შედგა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ხიდის რეაბილიტაციისა და სოფელ შაუმიანში შიდა გზების მოასფალტების სამუშაობის შესყიდვის ტენდერი კიდევ ერთხელ არ შედგა.

მარნეულის მერიამ ხიდის რეაბილიტაციისა და შიდა გზების მოასფალტების სამუშაოებისათვის განმეორებითი ტენდერი 8 მარტს გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 11 მარტს დასრულდა, მაგრამ ტენდერში არც ერთ კომპანიას მონაწილეობა არ მიუღია.

მარნეულის მერიამ სოფელ ადახლოს არსებული ხიდის რეაბილიტაციის და სოფელ შაუმიანში შიდა გზების (5 და 6 გზა) მოასფალტების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის პირველი ტენდერი 26 იანვარს გამოაცხადა, მაგრამ კომპანიებმა სამუშაოების შესრულების სურვილი არც მაშნ გამოთქვეს.

სატენდერო წინადადებების მიხედვით, მარნეულის მერია სამუშაოების შესყიდვას, ორივე შემთხვევაში, 187 692 ლარად გეგმავდა.

მერიის მერი გამოცხადებული ტენდერების თანახმად, სადახლოში არსებულ ხიდზე გათვალისწინებულია ბეტონის ფილის წინ გაჩენილი დაღრმავებების შევსება დიდი ზომის ქვებით.

„სარეაბილიტაციო ხიდი გაშენებულია მდინარე ბანოში სწყალზე. პროექტით გათვალისწინებულია კალაპოტში არსებული ბეტონის ფილის წინ გაჩენილი დაღრმავების შევსება დიდი ზომის ქვებით და ზემოდან კალაპოტის ფორმირების დროს ამოღებული ბალასტით შევსება. ხიდის დაზიანებული შუა ბურჯების გასამაგრებლად ეწყობა გარსაცმი ორმაგი არმირებით. გარსაცმის მოწყობამდე ბურჯებში გაჩენილი ღიობები(სიცარიელე) უნდა შეივსოს მონოლითური ბეტონით. გარსაცმის დასამაგრებლად ბურჯებზე უნდა გაკეთდეს ხვრელები, მოეწყოს 16მმ არმატურის ანკერები, რომელზეც დამაგრდება გარსაცმი" - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

რაც შეეხება სოფელ შაუმიანის პროექტს, გათვალისწინებულია სოფლის შიდა ტერიტორიაზე ექვსი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

„დღევანდელი მდგომარეობით სოფლის შიდა გზები, სადაც არ განხორციელებულა სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმოადგენს პერიოდულად მოსახრეშ, გრუნტისა და ხრეშის ნარევის საფარის მქონე გზებს, რომლებიც წვიმის პერიოდში ტალახდება და პრობლემას და დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა არსებული გზების რეაბილიტაცია.“ - ვკითხულობთ ტენდერში.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გამოაცხადებს მარნეულის მერია მესამე ტენდერს სოფელ სადახლოში არსებული ხიდის რეაბილიტაციია და სოფელ შაუმიანში შიდა გზების მოასფალტებისავის.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები