მარნეულის სამ სკოლაში ექიმის ვაკანსიაა
მარნეულის სამ სკოლაში ექიმის ვაკანსიაა გამოცხადებული. სკოლის ექიმს ეძებს ქალაქ მარნეულის №3 საჯარო სკოლა, სადახლოს №2 საჯარო სკოლა და შაუმიანის №3 საჯარო სკოლა.
მასწავლებლების ვაკანსიების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თავისუფალ ადგილებზე განცხადებების შეტანა სადახლოს №2 საჯარო სკოლის შემთხვევაში 13 მარტამდეა, შაუმიანის №3 სკოლაში 15 მარტამდე, ხოლო ქალაქ მარნეულის N3 სკოლაში 17 მარტამდე. სამივე ვაკანსიაზე ხელფასი 600 ლარიდან იწყება.

სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის №3 საჯარო სკოლა:
  • სამუშაო საათები - 40 სთ/კვირაში
  • სავარაუდო ხელფასი - 600-720 ლარი/თვეში
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №2 საჯარო სკოლა:
  • სამუშაო საათები - 40 სთ/კვირაში
  • სავარაუდო ხელფასი - 720 ლარი/თვეში
სსიპ - ქალაქ მარნეულის №3 საჯარო სკოლა:

  • სამუშაო საათები 40 სთ/კვირაში
  • სავარაუდო ხელფასი 0-605 ლარი/თვეში

მუშაობის დაწყება არჩეულ კანდიდატებს 1 აპრილიდან შეეძლებათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები