მერიამ კარადების შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია იურიდიული განყოფილების შესასვლელი ჰოლისთვის კარადების შესყიდვას გეგმავს. ავეჯის შესაძენად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი დღეს, 13 მარტს გამოაცხადა. მერიას 3 559 ლარი აქვს გათვალისწინებული ლამინირებული კარადების შესაძენად.

“ზომები 500X40X245 სმ. დახურული თაროებით, მასალა - ლამინირებულიŞ სახელურები - ლითონის. ფერი შემსყიდველთან შეთანხმებით. “ - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

კარადების შესყიდვის ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 20-22 მარტის პერიოდში შეეძლებათ.

გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას ავეჯი ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 კალენდარულ დღეში მიაწოდოს.

ავეჯის შეძენის თანხის 100% ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით ფინანსდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები