ვინ იმღერებს მარნეულში ნოვრუზ ბაირამის ღონისძიებაზე
21 მარტს მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორი მარნეულის მერიის ტენდერში გამარჯვებული, ინდმეწარმე, დავით გოდერძიშვილია, რომელმაც ღონისძიების გამართვა ადგილობივ თვითმმართველობას 125 000 ლარად შესთავაზა. კომპანიაში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ ნოვრუზზე ერთ მომღერალს აზერბაიჯანიდან ჩამოიყვანენ, დანარჩენი შემსრულებლები კი საქართველოში მოღვაწე ადამიანები იქნებიან. აზერბაიჯანიდან მომღერალი ვაფა შერიფოვა ჩამოვა, რომელიც მსმენელების წინაში 45 წუთიანი რეპერტუარით წარსდგება. ღონისძიებას წაიყვანს რეპერი „ნატო“ (აფიკ ნოვრუზოვი) და ჟურნალისტი ნანკა ქოქიაშვილი. მუსიკალურ ნომრებს შეასრულებს დუეტი „ლეონი“.

„აზერბაიჯანიდან ჩამოგვყავს ვაფა შერიფოვა, წამყვანი იქნება აზერბაიჯანელი ცნობილი რეპერი „ნატო“, მეორე წამყვანი იქნება ქართულენოვანი ნანკა ქოქიაშვილი. თეატრალური დასი იქნება კიდე, რომელსაც პერფორმანსი ექნება. იქნება ანიმატორების შოუც. დუეტი ლეონი იქნება კიდევ მოწვეული და გვყავს კიდევ აზერბაიჯანელი მომღერლები, ერთ-ერთი ნარგილე მეხტიევა იქნება - აშუღი. ერთი გვყავს მხოლოდ ჩამოყვანილი მომღერალი აზერბაიჯანიდან, დანარჩენები საქართველოში მოღვაწეები არიან“ - ამბობენ კომპანიაში.

ტენდერის მიხედვით, აზერბაიჯანიდან მოწვეულ მომღერალს მარნეულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 500 ლარს გადაუხდიან. წამყვანებს 1000 ლარს, მუსიკალურ ჯგუფებს კი - 1500 ლარს.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე წარმოდგენილი იქნება კულინარიული მასტერკლასები, ცეცლის ანთების ტრადიცია, სპორტული ღონისძიებები და სხვა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2024 წელს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე კონცერტის ორგანიზებისათვის ხარჯები, გასულ წელთან შედარებით, გააორმაგა. 163 250 ლარიან ტენდერში მონაწილეობა წელს ოთხმა პრეტენდენტმა მიიღო. გამარჯვებულად კი ინდმეწარმე დავით გოდერძიშვილი გამოვლინდა.

"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია. სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა - სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები