მერია ნოვრუზ ბაირამზე ცეცხლის ანთებაში 3 200 ლარს გადაიხდის
მარნეულის მერია ნოვრუზ ბაირამზე ტრადიციული ცეცხლის ანთებაში 3 200 ლარს გადაიხდის.

კოცონის ანთებას ნოვრუზ ბაირამის ღონისძიების ორგანიზების ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს. სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციის მიხედვით, 1 200 ლარი დაჯდება 0,4 კუბ. მეტრი შეშა, 2000 ლარი კი კოცონის ასანთებად განკუთვნილი ბამბუკის ექვსი ჩირაღდანი, სპეციალური საწვავის ჭურჭლით და ჩირაღდნისთვის განკუთვნილი საწვავი სითხით.

ნოვრუზ ბაირამის ღონისძიება მარნეულში 21 მარტს, 125 000 ლარად აღინიშნება. დღესასწაულზე წარმოდგენილი იქნება კულინარიული მასტერკლასები, სპორტული ღონისძიებები, თეატრალიზებული წარმოდგენები და სხვა.

"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია. სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა - სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.

გარეკანის ფოტო: მერიის არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები