მარნეულის 8 ქუჩაზე არხების რეაბილიტაციის მეოთხე მცდელობა
მარნეულის 8 ქუჩაზე არხების რეაბილიტაციისათვის ტენდერი მეოთხედ გამოცხადდა.
მარნეულის მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სარწყავი არხების რეაბილიტაციას თავდაპირველად 387 655 ლარად გეგმავდა, თუმცა ახალ ტენდერში თანხა 84 886 ლარით გაზარდეს და სატენდერო თანხა ამ ეტაპზე 472 541 ლარს შეადგენს.

არხების რეაბილიტაციაა დაგეგმილი სოფელ წერეთელში (სკოლის მიმდებარედ), ქალაქ მარნეულში აღმაშენებლის, ვაჟა-ფშაველას, ლერმონტოვის, იაღლუჯის, თბილისის, ლაღიძის და 20 იანვრის ქუჩებზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სარწყავი არხების რეაბილიტაციისათვის პირველი ტენდერი 26 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია, რის გამოც ის არ შემდგარად გამოცხადდა. მეორე ტენდერი, მერიამ უცვლელი ფასით, 5 დეკემბერს გამოაცხადა. მესამე ტენდერი კი 15 თებერვალს გამოცხადდა.

მეოთხე ტენდერ, რომელიც 18 მარტით თარიღდება, მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 26-29 მარტის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 91 კალენდარული დღის ვადაში ჩააბაროს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები