ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით 4 შენობის დასუფთავებაში მერიამ 3 950 ლარი გადაიხადა
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარნეულის მერიამ დასუფთავების სამუშაოებში 3 950 ლარი გადაიხადა.  მუნიციპალიტეტმა ოთხი შენობის დასუფთავება გამარტივებული წესით გადაწყვიტა, რისთვისაც ხელშეკრულება ინდმეწარმე რახიბ ნასიბოვთან გააფორმა. გამარტივებული შესყიდვის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, დღესასწაულისათვის დაასუფთავებენ მერიის შენობას, კულტურის სახლს, ბიბლიოთეკას და მის მიმდებარედ არსებულ შენობას.

“მოგახსენებთ, რომ ბაირამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, კულტურის სახლის შენობა, ბიბლიოთეკა და მისი მიმდებარე შენობა საჭიროებს დასუფთავებას. გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს ხარჯებთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება.” - წერია მოხსენებით ბარათში.

პასუხისმგებელმა პირმა მომსახურება ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან, მიმდინარე წლის 19 მარტის ჩათვლით უნდა გასწიოს. 

ნოვრუზ ბაირამი 21 მარტს აღინიშნება.

გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა