წერეთელი - საიმერლოს ავტობუსი 24 მარტიდან აღდგება
წერეთელი - საიმერლოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი 24 მარტიდან აღდგება. ინფორმაცია მუნიციპალური კომპანიის ხელმძღვანელმა გიგა ჯალაღონიამ მას შემდეგ მოგვაწოდა, რაც რადიო „მარნეულის“ სტატია ავტობუსის სხვა სოფელში გადაყვანასთან დაკავშირებით გავრცელდა.

დილით კომპანიის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ამვტობუსი დროებით შაუმიანში ჰყავდათ გადაყვანილი და მისი წერეთელი-საიმერლოს მარშრუტზე დაბრუნება შაუმიანის დაზიანებული ტრანსპორტის შეკეთებაზე იყო დამოკიდებული.

რადიო „მარნეულს“ გიგა ჯალაღონია დღეს, 13:51 საათზე დაუკავშირდა და უთხრა, რომ წერეთელ საიმერლოში ტრანსპორტი მოძრაობას შაბათიდან, 24 მარტიდან აღადგენს.

ამავე თემაზე: 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები