მარნუელში 2 აპრილს სისხლის დონაციის აქცია გაიმართება
2 აპრილს მარნეულში ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ინიციატივითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით სისხლის დონაციის აქცია გაიმართება.

სისხლის დონაციის აქცია ქალაქ მარნეულში, მერიის საკონფერენციო დარბაზში, დილის 10:00 საათიდან დაიწყება. დონაცია გაიმართება აქციის „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ ფარგლებში.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სისხლის დონაცია სრულიად უსაფრთხო პროცესია და მოსახლეობას აქტიურობისაკენ მოუწოდა.

„ჩვენ ჩამოვდივათ ჩვენი ინვენტარით და ავიღებთ სისხლს მსურველებისაგან. ეს სრულიად უსაფრთხო პროცესია და კარგიცაა ორგანიზმისათვის. ჩვენ მაქსიმუმ 420 გრამი სისხლის აღების უფლება გვაქვს ერთი ადამიანიდან და ეს ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება. სისხლის ჩაბარების პარალელურად ჩვენ ვიღებთ ტესტებს და დონორებს ჩაუტარდებათ უფასო გამოკვლევები, ამ გამოკვლევების შედეგებსაც ისინი მიიღებენ დახურული კონვერტით და ეს ინფორმაცია მხოლოდ მათთვის იქნება ცნობილი“.

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოში სისხლის გადსხმა ძალიან ბევრ ავადმყოფს სჭირდება, ხოლო საკმარისი მარაგი არაა. სწორედ ამიტომ, სისხლის ცენტრალური ბანკი მოქალაქეებს აქტიურობისაკენ მოუწოდებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები