თოჯინურმა სპექტაკლმა „აისია“ თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალში გაიმარჯვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თოჯინური სპექტაკლი „აისია“ თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია. მარნეულის კულტურის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თოჯინურმა სპექტაკლმა გრამპრი მოიპოვა.

„სპექტაკლი მოგვითხრობს მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი სოფლის ამბავს, რომლის მაცხოვრებლებიც კარგად აცნობიერებენ რომ მშვიდობიანი და ბედნიერი თანაცხოვრებისთვის მთავარი ურთიერთგაგება, ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემაა“. - აღნიშნულია კულტურის ცენტრის განცხადებაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის
ცენტრმა თოჯინური სპექტაკლის „აისია“ მომზადება პროექტის ფარგლებში შეძლო, რომელიც ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და თანამშრომლობით განხორციელდა.

პროექტზე მუშაობდნენ:

პროექტის ხელმძღვანელი-თამთა
ტაბატაძე
რეჟისორი, სცენოგრაფი, კოსტიუმების მხატვარი-ტატო გელიაშვილი
პიესა-თამთა ტაბატაძე/ტატო გელიაშვილი
მარიონეტების ავტორი-არმენ ჰოვანესიანი
ხმის რეჟისორი-შალვა ბუზალაძე
გამნათებელი - შოთა კიპაროიძე

მონაწილეობენ:
სლავა ნათენაძე
არმენ ჰოვანესიანი
ზურა ხაფთანი
თათია თათარაშვილი
მარიამ ჭოხონელიძე
ანასტასია კობახიძე
ავთანდილ აბრამიშვილი
ირაკლი ნავერიანი
ცოტნე გურგენიშვილი
ნიგარ გაჯიევი
აფიკ ნოვრუზოვი
აიჰან იბადოვი
გიუნაი ნოვრუზოვა
ლარისა გულიანი

თარგმანი:
დიანა ტერ ბაღდასაროვი
აიდა ვეისალოვა

ფოტოგრაფი-რუსლან გარაბაღლი
ვიდეოგრაფი-ლელა ხარშილაძე

ტექნიკური პერსონალი:
ფარილ მამედოვი
მამუკა გურგენიშვილი
შამად მამედოვი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები