ზურაბიშვილი: ვულოცავ მარკ რუტეს NATO-ს გენერალურ მდივნად არჩევას
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნიდერლანდების პრემიერს, მარკ რუტეს NATO-ს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავს.

ზურაბიშვილი მადლობას უხდის იენს სტოლტენბერს გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნავს, რომ რუტეს როლი არსებითი იქნება დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად.

„ვულოცავ მარკ რუტეს ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას. ამ გადამწყვეტ და რთულ დროს, თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად.

ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარების მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს.

მადლობა იენს სტოლტენბერგს სამაგალითო სამსახურისა და თავდადებისთვის”
, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ნატოს გენერალურ მდივნად დაამტკიცა. ის იენს სტოლტენბერგს შეცვლის და თანამდებობას 2024 წლის 1 ოქტომბრიდან დაიკავებს.

ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა სწორედ ოქტომბერში ეწურება – ის ალიანსს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს და მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა.

თანამდებობის დაკავების შემდეგ, მარკ რუტეს სხვადასხვა მიმართულებით მოუწევს კონცენტრაცია, მათ შორის ალიანსის მიერ უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. ამასთან, თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება, რუტეს მოუწევს NATO-ს მიმართ ტრამპის სკეპტიციზმთან მუშაობაც.
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები