უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ამირან ზოიძე დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ამირან ზოიძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართველი მეომრების სპეცდანაყოფი "თბილისი" ავრცელებს.

ამირან ზოიძე ავდეევკის მიმართულებაზე იბრძოდა.

"ავდიივკის მიმართულებაზე რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაეცა სპეცდანაყოფ
“თბილისის” მებრძოლი ამირან ზოიძე. დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!"
- წერია ინფორმაციაში.

რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები