მარნეულში არასწორ პარკირებას პატრული დაარეგულირებს
მარნეულის მუნიციპალიტეტში 6 ქუჩაზე უკონტაქტო პატრულირების საგზაო მოძრაობის ნიშნები განათავსეს.

რუსთაველის, გუდიაშვილის, 26 მაისის, კოსტავას, ჩოლოყაშვილისა და აღმაშნებლის ქუჩების 30 ადგილზეა გაჩერების ამკრძალავი ნიშანი დამონტაჟებული.

როგორც რადიო „მარნეულს“ მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ბექა აბდელანმა უთხრა, ნიშნების დამონტაჟება საპატრულო პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე, ადგილობრივმა თვითთმართველობამ უზრუნველყო.

„საპატრულო პოლიციის მოთხოვნა გვქონდა მიმდინარე წლის დასაწყისში. უკონტაქტო პატრულირების საგზაო მოძრაობის ნიშნების მონტაჟი. თავად მიგვითითეს სად უნდა დაგვემონტაჟებინა ნიშნები. ჯარიმებს და აღნიშნული
მოძრაობის ზონაში რეგულირებას თვითონ საპატრულო პოლიცია არეგულირებს. ძირითადად ცენტრალურ ქუჩებზეა განთავსებული. იქ, სადაც გაჩერება აკრძალულია და მაინც დააყენებენ ავტომობილს, შეუძლიათ გადაუღონ (მოქალაქეებმა) ფოტო, ვიდეომასალა და გამოძახების გარეშე (საპატრულო პოლიციის) მიუვათ ჯარიმა მძღოლებს.“
- ამბობს ბექა აბდელანი.

უკონტაქტო პატრულირება არის საგზაო მოძრაობის რეგულირების ერთ-ერთი საშუალება, რომლის დროსაც მძღოლის გაჩერების გარეშე ხდება დარღვევის დაფიქსირება და დაჯარიმება. აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში და ემსახურება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის პრევენციას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები