მარკ რუტე: ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაბრუნდება ევროკავშირის გზაზე
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრისა და NATO-ს მომავალი გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროპულ გზას და ელოდებიან საქართველოს მთავრობის შემდეგ ნაბიჯებს, – ამის შესახებ მან დღეს, 27 ივნისს, ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„შეიძლება მოკლედ განვიხილოთ [საქართველოს საკითხი], მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვღელავთ ევროკავშირზე, ვღელავ საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო. მოკლედ ვესაუბრე
[საქართველოს] პრეზიდენტს. ვფიქრობ, ის დიდი ლიდერია, მაგრამ ის წარუმატებელი აღმოჩნდა, სამწუხაროდ პარლამენტმა ვეტო დაძლია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით მას [საქართველოს} და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაბრუნდება ევროკავშირის გზაზე, თუმცა NATO-სთან დაკავშირებით, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვამაყობ ვიყო არჩეული [გენერალურ მდივნად], მაგრამ არ გავაკეთებ NATO-სთან დაკავშირებით კომენტარს პირველ ოქტომბრამდე“,
– განაცხადა რუტემ (ნათარგმნია IPN-დან)

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები