მარნეულის საზაფხულო ბაღში 70 აღსაზრდელი დარეგისტრირდა
მარნეულის საზაფხულო ბაღში 70 აღსაზრდელი დარეგისტრირდა. ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ზაურ ქარამოვმა უთხრა. მისივე თქმით, ბაღი მუშაობას 1 ივლისიდან დაიწყებს. საზაფხულო ბაღი მხოლოდ დასაქმებული მშობლებისთვისაა გათვალისწინებული.

მარნეულში საზაფხულო ბაღის მუშაობის გამოცდილება წლებია არსებობს. მუნიციპალიტეტში საზაფხულო ბაღი N1 საბავშვო ბაღის ბაზაზე ფუნქციონირებს. წელს ამავე ბაღი მოსწავლეებისათვის ორი ჯგუფი გაიხსნება.

სააღმზრდელო დაწესებულებაში რეგისტრაცია 30 ივნისამდეა შესაძლებელი.

ბაღში
რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთებია
:

ბავშვის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ჯანმრთელობის შესახებ ცნობა 4 ფოტოსურათი (3/4) , მშობლის პირადობის მოწმობის ასლი , რეგისტრაციის ბარათი.

ამის გარდა:

სოციალური სტატუსის ან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის არსებობის შესახებ საბუთის წარდგენა.
ამავდროულად, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი. (არსებობის შემთხვევაში)
აღსანიშნავია, რომ ბავშვების რეგისტრაცია 12 ბაღში განხორციელდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები