საკრებულოს გადაწყვეტილებით მარნეულის მერიის ორ თანამშრომელს ხელფასი გაეზარდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიის ორ თანამშრომელს ხელფასი გაეზრდება. დღეს, 28 ივნისს, გამართულ საკრბეულოს სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრას შეეხებოდა.

მარნეულის საკრებულოს საკითხი განსახილველად მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა შუბითიძემ წარუდგინდა. საკითხის წარდგენისას შუბითიძემ განაცხადა, რომ ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული ორი ადამიანი, შრომითი ხელშეკრულებით, მათზე დაკისრებულ მოვალეობაზე მეტ ფუნქციებს ასრულებენ, რის გამოც მათთვის
ხელფასის გაზრდა მოითხოვა.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდნეობა და მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შესახებ შეთანხმების თაობაზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის N80 განკარგულებაში გვსურს ცვლილებები შევიტანოთ. ცვლილება გამოწვეულია ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ შემოსული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, რომლითაც ახსნილია გარემოება, რომ ზედამხედველობის განყოფილებაში ერთ-ერთი თანამშრომელი, შრომითი ხელშეკრულებით არის აყვანილი, შრომითი ხელშეკრულებით გაწერილ ფუნქციებითან მიმართებაში შედარებით მეტ და უფრო რთულ სამუშაოს ასრულებს. შესაბამისად, ხელფასის მატება არის მოთხოვნილი და იგივე, ანალოგიური, სიტუაცია გვაქვს ზედამხედველობის სამსახურის მოსაკრებლის განყოფილებაში. გთხოვთ დააყენოთ კენჭისყრაზე საკითხი, რათა მოხდეს ამ ცვლილების შეტანა“. - განაცხადა მამუკა შუბითიძემ

დღეს, 28 ივნისს, მარენულის საკრბეულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე სამი საკითხი განიხილეს და დეპუტატებმა სამივე მათგანზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები