30 ივნისს საქართველო-ესპანეთის მატჩს დიდ ეკრანზე მარნეულშიც აჩვენებენ
30 ივნისს საქართველო-ესპანეთის თამაშის პირდაპირი ტრანსლირება მარნეულში მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ინფორმაცია მარნეულის საკრბეულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ განაცხადა და მოქალაქეებს თამაშის საყურებლად „კიდევაც დაიზრდებიანზე“ მისვლისაკენ მოუწოდა.

პირდაპირი ტრანსლიაცია 30 ივნისს 23:00 საათზე დაიწყება.

„მინდა ყველას მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წარმატება, ჯგუფიდან გადავიდა, მერვედფინალში ითამაშებს და ჩვენს ეროვნულ ნაკრებს შეხვდება ძლიერი გუნდი,
ესპანეთის ნაკრები მაგრამ ისეთი მაგრად თამაშობენ ჩვენი ბიჭები, რომ იმედი გვაქვს, ამ მთამაშსაც მოიგებენ და რა თქმა უნდა, ეს იქნება თითოეული ჩვენთაგანისათვის დაუვიწყარი დღეები
“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ

26 ივნისს საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები 2:0 ანგარიშით დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 16 გუნდს შორის ითამაშებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები