მიუხედავად იმისა, რომ აბაზოვს მერობის სტატუსი შეჩერებული აქვს ოფიციალური გვერდის მართვას შეუდგა
„თემურ აბაზოვი მარნეულის მერად“ - ყოფილი მერის
ფეისბუქის ოფიციალური გვერდი რამდენიმე დღეა აქტიური
გახდა.
სავარაუდოდ, ამ გვერდს თემურ აბაზოვი თავად მართავს. ბოლო პოსტი აქ
დაახლოებით 7 თვის წინ, 12 ივნისს დაიდო, ხოლო ახალი სურათბი თემურ
აბაზოვის გირაოთი განთავისუფლბის შემდეგ. მარნეულის მერიაში
განმატავენ, რომ აღნიშნული ვებგვერდის მართვა მათ მოვალეობაში არ
შედიოდა.
აბაზოვის გვერდზე არქივიდან ამოღებულ ახლადგამოქვეყნებულ 2 სურათს
შეხვდებით, როგორც ჩანს მას პოზიციაზე დაბრუნებას
ულოცავენ.
აღსანიშნავია, რომ აბაზოვი სოციალურ ქსელებში
აქტიურად იყენებს საძიებო სიტყვებს (ჰეშთეგებს), როგორიცაა
marneulisity. მართალია ეს სიტყვა მას არასწორად უწერია და
გრამატიკული ფორმა marneulicity -ა. თუმცა როგოც ჩანს, სწორი ფორმა
მას პირველი ნიმუში მიაჩნია.
შეგახსენებთ, აბაზოვს მარნეულის მერის პოსტი
სასამართლო განჩინებამდე აქვს შეჩერებული. გააგრძელებს თუ არა ის
მარნეულის მერის პოზიციაზე ყოფნას, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა
დამოკიდებული.