სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარაზე პარლამენტარები გომელაურს რეაგირებისკენ მოუწოდებენ
სამირა ბაირამოვას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე რეაგირებას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ვახტანგ გომელაურს სთხოვენ. დღეს, 17 მარტს, პარლამენტარები შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ. დეპუტატების კითხვები საქმოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას საკითხის განხილვას ეხებოდა. თეონა აქუბარდიამ, ნინო წილოსანმა, ბექა დავითულიანმა და ტარიელ ნაკაიძემ მინისტრს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს.

“ჩემი თხოვნა იქნება, პირად კონტროლის ქვეშ აიყვანოთ მარნეულში, აქტივისტ სამირა
ბაირამოვას მიმართ განხორციელებული მუქარის შემცველი განცხხადებები. სამირას მხრიდან რადგან ის აქტივისტია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში განხორციელდა კონკრეტული ქმედებები, რასაც მოჰყვა მის მიმართ კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლის მუქარები და ის პირადად იღებდა სხვადასხვა მუქარის შემცველ მესიჯებს“
- თქვა ნინო წილოსანმა

სამირა ბაირამოვას მიერ მარნეულში „ალტ ინფოს“ დაფუძნებული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გადაღებვის შემდგომ სოციალურ ქსელში აქტივისტის მიმართ მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები კეთდება. სამირა ბაირამოვას რამდენიმე პირმა მუქარის შემცველი წერილებიც გაუგზავნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამირა ბაირამოვას მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.

ბაირამოვას ცნობით, მარნეულში ალტ ინფოს აქტივისტები ჩამოვიდნენ და ოფისის მოწესრიგება მოსთხოვეს. წინააღდმეგ შემთხვევაში ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტით დაემუქრნენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები