საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას თბილისის მერს მეტეხის ხიდთან 100
000 მოწამეების სახელობის
ხეივნის მოწყობის ან ტაძრის აშენების თხოვნით მიმართა.
მისი თქმით კალაძე, “ახალგაზრდა, ენერგიული” მერია და ამაზე
იფიქრებს.
“მინდა გაგახსენოთ, რომ მომავალ სამშაბათს არის ასი ათასი მოწამის
დღესასწაული და მეტეხის ხიდზე, 17:00 საათზე, შესრულდება საზეიმო
პარაკლისი. შევთხოვთ წმინდა მოწამეებს, რომ მშვიდობა გარდამოგვივლინოს
ღმერთმა.
…ჩვენ გვყავს
ენერგიული, ახალგაზრდა მერი. ეგ სანაპირო მთლიანად
მორწყული იყო მოწამეების სისხლით და მანდ უნდა იყოს ხეივანი ან
მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი. იმედია, რომ ჩვენი მერი
იფიქრებს ამაზე”, – თქვა მან.